მარტვილის კანიონი

ხანგრძლოვობა: მთელი დღე

ტურის ტიპი: 1 დღიანი

მარშრუტი: ბათუმი -დადიანების სასახლე - მარტვილი კანიონი - ოკაცეს კანიონი - რესტორანი - ბათუმი

დადიანების სასახლე - მდებარეობს სამაგრელოს მხარეში, ქალაქ ზუგდიდში. სამეგრელოს მმართველების სასახლე აგებულია 1873-78 წლებში. დღეისთვის მუზეუმში შეგროვებულია 41000 სახის ექსპონატი, რომელიც წარმოადგენს უიშვიათეს ნიმუშს ქართული ნაციონალური კულტურის.

მარტვილის კანიონი - ქართული ბუნების კიდევ ერთი მშვენება, მდებარეობს სოფელ გაჭედილაში, რამდენიმე კილომეტრში ქალაქ მარტვილიდან. კანიონის სიგრძე შეადგენს 2400 მეტრს, ხოლო სიღრმე თითქმის 40 მეტრს. შესაძლებელია ნავებით გასეირნება და ასევე ფეხით სასიარულო ტური მდინარის გასწვრივ.

ოკაცეს კანიონი - კანიონზე დაკიდული ხიდი, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 1000 მეტრზე. მისი სიგრძე აღწევს 700 მეტრს. აქ თქვენ გამოცდით შთაბეჭდავ ემოციებს და დატკბებით ულამაზესი ბუნების ხედებით.

რესტორანი - ტურის ბოლოს ვეწვევით რესტორანს, სადაც დავაგემოვნებთ ქართულ ნაციონალურ კერძებს და ასევე მივირთმევთ ქართულ ღვინოს.

კომენტარები