მაღალმთიანი სვანეთი

ხანგრძლივობა: 2 დღე

ტურის ტიპი: ორდღიანი ტრანსპორტით უზრუნველყოფილი

მარშრუტი: ბათუმი - მესტია - უშგული - რესტორანი - მესტია - ბათუმი

მესტია - მრავალი საუკუნის განმავლობაში წარმოადგენდა კულტურლ და რელიგიურ ცენტრს მთაგორიანი სვანეთის. მდებარეობს 1500 მეტრზე ზღვის დონიდან, შეადგენს 2.6 ათას მოსახლეს. შემორჩენილია უძველესი სვანური ტიპის სახლები და კოშკები.

უშგული - მდებარეობს 2200 მეტრზე ზღვის დონიდან, დღემდე ითვლება უმაღლეს სოფლად ევროპის მასშტაბით. უშგულში ცხოვრობს სულ რაღაც 70 ოჯახი. შემორჩენილია უძველესი არქიტეკტურული ნიმუშის სვანური სახლები და კოშკები, რომლებიც იუნესკოს საერთაშორისო სიაშია შესული.

ტურის განმავლობაში საშუალება გვექნება დავაგემოვნოთ ადგილობრივი სამზარეულოს უგემრიელესი კერძები და ასევე დღის ბოლოს გავატაროთ დაუვიწყარი დრო მესტიის ერთ-ერთ სასტუმროში.

კომენტარები