ტური ქუთაისში

ხანგრძლოვობა: მთელი დღე

ტურის ტიპი: 1 დღიანი

მარშრუტი:ბათუმი - პრომეთეს მღვიმე - რესტორანი სტალაქტიდა -გელათის მონასტერი- ბაგრატის ტაძარი -ბათუმი

პრომეთეს მღვიმე - მითოლოგიის თანახმად ცნობილი გმირი,პრომეთე,ზუსტად ამ მღვიმის ახლოს მთაზე იყო მიჯაჭვული და სწორედ სახელწოდებაც აქიდან მოდის. მღვიმე ცნობილია თავისი დიდი დარბაზებით და მდინარით. მოწყობილია თანამედროვე დონის განათება და აკუსტიკური გახმოვანება, რაც ქმნის მისტიკურ ეფექტს.

რესტორანი სტალაქტიდა - ულამაზესი ადგილი ქალაქ წყალტუბოში, პრომეთეს მღვიმესთან ახლოს. რესტორანი ცნობილია თავისი ქართული დიზაინით და ასევე უგემრიელესი ქართული კერძებით და ქართული ღვინოთი.

გელათის მონასტერი - აშენებული და დაარსებულია ცნობილი ქართველი მეფის, დავით მეოთხე აღმაშენებლის, მიერ 1106 წელს. სამონასტრო კომპლექსი მდიდარია თავისი მოზაიკებითა და ფრესკებით. ის ითვლებოდა მრავალი წლის განმავლობაში საგანმანათლებლო ცენტრად საქართველოში.

ბაგრატის ტაძარი - მთავარი ტაძარისაქრთველოს ძველი დედაქალაქის, ქუთაისის. მდებარეობს უქიმერიონის გორაზე. აგებულია 1003 წელს ბაგრატ მესამის მიერ, სწორედ სახელწოდებაც აქიდან მოდის. 
გისურვებთ დაუვიწყარი დროის გატარებას -თან ერთად.

კომენტარები