მზიანი აჭარის ტური

ხანგრძლივობა: 4-5 საათი

ტურის ტიპი: ერთდღიანი

მარშრუტი: არგოს საბაგირო გზა - ბოტანიკური ბაღი - პეტრას ციხე - გასამანია

არგოს საბაგირო გზა - ერთ-ერთი მთავარი ღირსშენასიშნაობა ჩვენი ქალაქის, საიდანაც კარგადჩანს ულამაზესი ბათუმი თუ როგორ ლამაზად არის განლაგებული შავ ზღვასა და აჭარის მთებს შორის.

ბოტანიკური ბაღი - მსოფლიო ბოტანიკურ ბაღებს შორის, ბათუმის ბოტანიკური ბაღი ერთ-ერთი გამორჩეულია თავისი მრავალფეროვნებით და სილამაზით. სულ რაღაც 9 კილომეტრში იმყოფება ქალაქ ბათუმიდან. ბაღში სულ 9 სექციაა: აღმ. აზიის, ჩრ.ამერიკის, ახალი ზელანდიის, სამხ.ამერიკის, ჰიმალაის, მექსიკის, აუსტრალიის, ხმელთაშუაზღვისპირეთისა და კავკასიის სუბტროპიკების. ბაღის საფეხმავლო ტერიტორია3 კილომეტრს შეადგენს. საოცარი ხედი იშლება ზღვაზე, რომელიც დაუვიწყარ ემოციებს იწვევს ტურისტებში.

პეტრას ციხე - ბიზანტიის ციხე-სიმაგრის კარგად შემორჩენილი ნანგრევები, რომელიც მდებარეობს სოფელ ციხისძირში. ციხე აშენებულია მე-6 საუკუნეში, ის იმდენად მიუღწეველი და აუღებელი იყო რომ სწორედ ამიტომ მას ზედმეტსახელად „ქაჯეთის ციხე“ შეარქვეს.

რესტორანი გასამანია - ულამაზესი რესტორანი გასამანია, რომელიც მდებარეობს სოფელ ჩაქვში. ის მოქცეულია მდინარესა და ტბას შორის, რომელიც მას შთამბეჭდავ იერს აძლევს. აქ თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ღვინო და ქართული სამზარეულოს უგემრიელესი კერძები.

გისურვებთ დაუვიწყარი დროის გატარებას -თან ერთად.

კომენტარები