მაღალმთიანი აჭარა

ხანგრძლივობა - 4 საათი

ექსკურსიის ტიპი - 1 დღიანი

მარშრუტი - მახუნცეთის ჩანჩქერი - თამარის თაღოვანი ხიდი - ღვინის სახლი

მახუნცეთის ჩანჩქერი - მდებარეობს ზღვის დონიდან 335 მეტრის სიმაღლეზე, მდინარე აჭარის წყლის მარჯვენა მხარეს. დაახლოებით 50 მეტრის ჩანჩქერი ძალიან შთამბეჭდავი და გამაგრილებელია აჭარის სხვა რეკრეაციული ადგილებისგან განსხვავებით. სწორედ ამიტომ იზიდავს ბევრ ტურისტს ჩანქერი ზაფხულის ცხელ დღეებში.

თამარის თაღოვანი ხიდი - ასევე ცნობილია როგორც მახუნცეთის ხიდი. მდებარეობს ქედის მუნიციპალიტეტში, ბათუმიდან 30 კილომეტრში. ეს აჭარის ერთ-ერთი დიდ თაღოვანი ხიდია, მისი სიგრძე 20 მეტრია და სიმაღლე 6 მეტრი.

ღვინის სახლი - მახუნცეთის ტურის მთავარი ღირსშესანიშნაობა. ვიზიტი მეღვინეს სახლში, რომელიც განსაკუთრებული სტუმართმასპინძლობით გამოირჩევა. აქ თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ 4 სახეობის ღვინო და ასევე გაეცნოთ აჭარული სამზარეულოს უგემრიელეს კერძებს.

გისურვებთ დაუვიწყარი დროის გატარებას -თან ერთად.

კომენტარები