ქალაქის ტური ბათუმში

ხანგრძლივობა: 4 საათი

ექსკურსიის ტიპი: ძირითადად საფეხმავლო (ტურში შედის ავტომობილით მომსახურება)

მარშუტი: ქალაქის ცენტრალური და "ძველი ბათუმის" ნაწილების დათვალიერება

ლოკაციები: ბათუმის დელფინარიუმი, 6 მაისის პარკი, ევროპის მოედანი, დრამატული თეატრი და პოსეიდონის ქანდაკება, ბათუმის ბულვარი, ანბანის კოშკი, ალი და ნინოს მოძრავი ქანდაკება, ჭაჭის კოშკი, ძველი ბათუმი, წმ.ნიკოლოზის ტაძარი, პიაცა და რესტორანი პორტო-ფრანკო.

ექსკურსიაზე თქვენ გაეცნობით ქალაქ ბათუმის ისტორიას. თქვენი თვალით იხილავთ თუ რაოდენ ლამაზად ერწყმის 100 წლის წინანდელი 2 სართულიანი სახლები ხუთვარსკვლავიან სასტუმროებსა და თანამედროვე მაღალსართულიან შენობებს. დაესწრებით დელფინების საოცარ შოუს, რომელიც ერთ-ერთი პირველია პოსტ-საბჭოთა სივრცეში. დააგემოვნებთ აჭარული სამზარეულოს უგემრიელეს კერძს, აჭარულ ხაჭაპურს. ტურს გაუძღვება
გისურვებთ დაუვიწყარი დროის გატარებას -თან ერთად.

კომენტარები