საქართველოს შესახებ

საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარე პატარა ქვეყანაა. სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მას აზერბაიჯანი ესაზღვრება, სამხრეთიდან - სომხეთი და თურქეთი, დასავლეთიდან - შავი ზღვა და ჩრთილოეთიდან კი - რუსეთი. საქართველოს დედაქალაქი არის თბილისი, ქალაქი, რომელიც V საუკუნეში დაარსდა.

69 700 კმ² ფართობის მქონე ქვეყანაში სულ 3 720 000 ადამიანი ცხოვრობს. გასაოცარია, მაგრამ ამ პატარა მიწაზე 26060 მდინარე და 40-ზე მეტი დაცული ტერიტორიაა, ამიტომ ქვეყნის მნიშვნელოვანნაწილს ხელუხლებელი ბუნება წარმოადგენს. საქართველოს ჩრდილოეთით მთელ სიგძეზე გასდევს კავკასიონის მთათა სისტემა.

ქვეყნის ტერიტორია ჰავის მრავალფეროვნებით გამოირჩევა, ამიტომ დასვენების სეზონი საქართველოში მთელი წლის მანძილზე გრძელდება. აქ ერთმანეთს ერწყმის სუბტროპიკული და ზომიერი ჰავები. ზაფხული მზიანია, ტემპერატურა 29 °C-დან 33°C-მდე მერყეობს, ხოლო ზამთარში კი -2°C-დან 4°C-მდე. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ხართ და რა ტიპის დასვენება მოგწონთ, ეს ქვეყანა თქვენს ნებისმიერ კაპრიზს დააკმაყოფილებს.

აქაური ბუნების სილამაზე და მრავალფეროვნება ბევრი მწერლის და პოეტის შთაგონების წყარო გამხდარა. აქ ყველაფერია, რაზეც მოგზაურმა შეიძლება, იოცნებოს: მუდამ თოვლიანი მთები, მთის ტბები, ალპური მდელოები, ყვავილებით და ხეხილით სავსე მდინარის ხეობები, ზღვის პალმებიანი სანაპიროები, ბუნებრივი კანიონები, უძველესი მღვიმეები, მინერალური წყლები და გოგირდის წყლის აუზები - მოკლედ, აქაურობას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს სამოთხე.

გასაოცარია, თუ როგორ მოახერხა დღემდე მოსვლა ერმა, რომლის დაპყრობაც სხვადასხვა დროს მსოფლიოს ყველა დიდმა იმპერიამ სცადა. ყველაფრის მიუხედავად ქართველები საბოლოოდ ყოველთვის ახერხებდნენ ქვეყნის შენარჩუნებას. იყო პერიოდები, როდესაც ერთდროულად რამდენიმე უზარმაზარი სახელწიფო იბრძოდა საქართველოზეგავლენის მოსაპოვებლად. ამის მთავარი მიზეზი იყო ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მთავარ სავაჭრო მაგისტრალზე - აბრეშუმის გზაზე.

საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი დროიდან ადამიანთა ცხოვრების ფაქტს ადასტურებს დმანისში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრები. აქ აღმოჩენილი ადამიანის ჩონჩხის ფრაგმენტები 1.8 მილიონი წლისაა და უძველესია მთელი ევროპის ტერიტორიაზე. ეს ნიშნავს, რომ პირველი ევროპელის სამშობლო სწორედ საქართველოა.


რელიგია

საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ქრისტიანობა ჯერ კიდევ ჩვ. . მეოთხე საუკუნეში მიიღო, დღეს საქართველო გამორჩეულია რელიგიური ტოლერანტობითდა თავისუფლებით. აქ საუკუნეების მანძილზე მშვიდობიანად თანაცხოვრობენ სხვადასხვა რწმენისა და აღმსარებლობის ადამიანები.

მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია. საქართველო იმ ერთეული ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, სადაც მართლმადიდებლური და კათოლიკური ტაძრები, სინაგოგები და მეჩეთები ერთმანეთის გვერდიგვერდ თანაარსებობენ.

ქვეყნის ყველა რეგიონში შეხვდებით ცაში აღმართულ უძველეს ქრისტიანულ ტაძრებს, რომელთა ხანდაზმულობაათასწლეულს აჭარბებს და რომლებიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში ირიცხებიან. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია:

სვეტიცხოველი - XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს თბილისიდან 20 კილომეტრში ისტორიულ ქალაქ მცხეთაში. ეს განსაკუთრებულად მისტიკური და წმინდა ადგილია, რადგან, როგორც ამბობენ, სწორედ აქ არის დამარხული ქრისტეს კვართი.

ჯვრის მონასტერი - VI საუკუნის ტაძარი და მონასტერი, რომელიც მდებარეობს მცხეთის აღმოსავლეთით. აქედან გადაშლილი ხედი მტკვრისა და არაგვის შესართავზე საქართველოშიერთ-ერთი ულამაზესი სანახაობაა.

ბაგრატის ტაძარი - XI საუკუნის დასაწყისში აშენებული ტაძარი, რომელმაც მტრის არაერთ შემოსევას გაუძლო მისი კონსტრუქციის განსაკუთრებული სიმყარის გამო. მდებარეობს რა ქუთაისში, უქიმერიონის გორაზე, იგი დღესაც ამაყად გადმოჰყურებსმთელს ქალაქს.

გელათის მონასტერი - ქართული ხუროთმოძღვრების მარგალიტი, დაარსებული ქალაქ ქუთაისის მახლობლად, XII საუკუნეში, ლეგენდარული მეფის - დავით აღმაშენებელის მიერ. შუა საუკუნეებში გელათი საქართველოს მთავარ რელიგიურ და საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა.


კულტურა

საქარტველო არისქვეყანა მრავალფეროვანი კულტურით, მდიდარი ისტორიითა და ამის დამადასტურებელი უნიკალური არტეფაქტებით.

ესტუმრო საქართველოს და არ მოიხიბლო აქაური ტრადიციული არქიტექტურით, რომელის ისტორიაც 1300 წელზე მეტს ითვლის, ეს შეუძლებელია. ქალაქის ქუჩებში, მდინარის ხეობებში და მთის მწვერვალებზე შეგხვდებათ უნიკალური გუმბათოვანი სტრუქტურის უძველესი ტაძრები, მოხატული ბიბლიურ მოტივებზე შექმნილი ფრესკებით.

თუ რაღაც სრულიად განსაკუთრებულს და მისტიკურს ეძებთ, აუცილებლად უნდა იხილოთ კლდეში ნაკვეთი კომპლექსები. ვარძია მეთორმეტე საუკუნეში აშენებული სამონასტრო ანსამბლია, რომელიც შედგება კლდეში გამოჭრილი ეკლესიების, კელიების, გვირაბების და დარბაზებისაგან. ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველ ტურისტული ატრაქციონია

დავითგარეჯა კლდეში გამოჭრილი ფეოდალური ხანის სამონასტრო გამოქვაბულთა კომპლექსია. მისი კედლები უძველესი ფრესკებითაა მოხატული. ქართველი ბერები აქ დღემდე აღასრულებენ რელიგიურ რიტუალებს.

უფლისციხე კლდეში ნაკვეთი ქალაქია. დიახ, არ მოგეჩვენათ, ქალაქი, თანაც ერთ-ერთი უძველესი დასახლება მთელ კავკასიაში. მასიურ კლდეში გამოკვეთილმა მღვიმეებმა ათასწლეულებს გაუძლო და დღესაც მყარად დგას ძველი იერ-სახით.

ქართული პოლიფონიური მუსიკა მთელ მსოფლიოში სახელგანთქმულია განსაკუთრებული ჰარმონიული ჟღერადობით. 2001 წელს იუნესკომ მას „მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის“ სტატუსი მიანიჭა. ამ მუსიკის სამ ხმოვანი სტრუქტურა საუკუნეების მანძილზე არ შეცვლილა და მას დღემდე მოისმენთ მთელი ქვეყნის მასშტაბით - ქალაქში და სოფლად, ეკლესია-მონატრებში, თუ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებზე. ტრადიციული ქართული სუფრა, წარმოუდგენელია ამ მუსიკის გარეშე. ეს ჟღერადობა ქართველების გენეტიკური კოდის ნაწილია და ყველაზე ზუსტად გადმოსცემს ამ ხალხის ხასიათს.

რითმი, დინამიკა, გეომეტრიული წესრიგი, დისციპლინა, დამანგრეველი ენერგეტიკა, ერთდროული გუნდურობა და ინდივიდუალიზმი - ეს ქართული ფოლკლორული ცეკვაა. ქართული ცეკვა საქართველოს ისტორიის განსახიერებაა - ბრძოლების, განვითარების, სიმშვიდის, სიყვარული, ლხინის და სევდის საოცარი სინთეზი. უსწრაფეს და უზუსტეს სოლო პარტიებს მშვიდი, მაგრამ დინამიური ჯგუფური ქორეოგრაფია ცვლის, ხანჯლების შერკინებისას გაყრილ ნაპერწკლებს კი - ქალის დინჯი და მსუბუქი პარტიები.

უცხო თვალს ქართულ ცეკვა კომპიუტერული სპეცეფექტებით გაჯერებულ ექშენ სცენებს მოაგონებს ჰოლივუდური ფილმებიდან. სინამდვილეში კი ეს ყველაფერი დაუჯერებლად რეალურია. ამ ცეკვებს მთელს მსოფლიოში დიდი აღტაცები აფასებენ, სწორებ ამიტომ ქართული ანსამბლები კონცერტებით მთელი წლის მანძილზე უამრავ ქვეყანას სტუმრობენ.


გასტრონომია

ერის კულტურასა და ხასიათს არაფერი აღწერს ისე ზუსტად, როგორც მისი სამზარეულო. მრავალფეროვნებით და საგემოვნო თვისებებით ნაციონალური ქართული კერძები მსოფლიოს საუკეთესოთა შორისაა. ქვეყნის ყველა ისტორიულ მხარეს აქვს საკუთარი უნიკალური კულინარიული ტრადიცია, რომელიც საუკუნეების მანძილზე იხვეწებოდა. განსაკუთრებით გამორჩეულია იმერული, მეგრული და კახური სამზარეულოები.

მართალია, აქ ძალიან უყვართ ხორცი, თუმცა ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადგილობრივი წარმოშობის ბოსტნეულს, ხილსა და მწვანილს. მათი ზუსტი შეხამებით შექმნილი ტრადიციული კერძები ჯერ გიზიდავთ, მერე გაოცებთ და ბოლოს ყველაფერი გასტრონომიულ შოკით მთავრდება.

ამ გემოს საიდუმლო ქართული მიწაა. მინერალებით ბუნებრივად მდიდარი და საოცრად ნოყიერი, გაჟღენთილი კავკასიონის მთებიდან ჩამოდენილი კამკამა წყლით. ეს ბუნება თითქოს ჰარმონიულად ცოცხლობს იმ პროდუქტებში, რომელთაგანაც იქმნება უნიკალური, უგემრიელესი და თან ნატურალური ქართული კერძები.

ქართულ ტრადიციულ ლხინს სუფრა ეწოდება. იმ კერძების ჩამოთვლა, რომელიც სუფრაზე მოგაჯადოვებთ, დაუსრულებლად შეიძლება, თუმცა რამდენიმე მათგანი მაინც უნდა გამოიყოს: ხაჭაპური - ყველით სავსე გამომცხვარი პური;

ფხალეული - ვეგეტარიანული კერძების ნაკრებია, რომელიც მზადდება სხვადასხვა სახეობის ბალახეული მცენარის, ბოსტნეულის, სანელებლებისა და ნიგვზის შეზავებით.

საცივი - ქათმის ან ინდაურის ხორცი ნიგვზის სოუსში, შეზავებული ნივრით და სუნელებით.

ხინკალი - ნაციონალური ქართული კერძი. ცომში გახვეული სანელებლებით შეკაზმული ხორცი წყალში იხარშება. ხინკალი აუცილებლად ხელით უნდა ჭამოთ და ამისთვის შესაბამისი ცოდნა დაგჭირდებათ, რომელსაც ადგილზე ადვილად ისწავლით.

მწვადი - შამფურზე წამოცმული ხორცი, რომელიც წალამზე იწვება ღვინოსთან ერთად.

ჩურჩხელა - ცხელ თათარაში ამოვლებული ძაფზე აცმული თხილი ან კაკალი, რომელიც ბუნებრივ პირობებში შრება და მაგრდება. ჩურჩხელა ნაციონალური ქართული დესერტია.

ღვინო

ჰექტრებზე გადაჭიმული ვენახები, რთველი მრავალხმიანისიმღერის ფონზე და ღვინით სავსე ქვევრები - ეს საქართველოა. დიახ, ღვინო აქ ყველაფერია, ყველას უყვარს და ყველას აქვს. ყველა ოჯახი სიამოვნებით და სიამაყით გაგიმასპინძლდებათ საკუთარი ღვინით. ქარველისათვის ვენახი წმინდა ადგილია და ღვინის დაყენება - საყვარელი ტრადიცია. ქვეყანა, რომლის მოსახლეობის რაოდენობაც ოდნავ აღემატება 3.5 მილიონს, ყოველწლიურადდაახლოებით 150 მილიონ ლიტრ ღვინოს აწარმოებს.

ამ ქვეყანას ღვინის კულტურასთან რვაათასწლიანი უწყვეტი ისტორია აკავშირებს, რასაც მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენა და ისტორიული ფაქტი ადასტურებს. თანამედროვე მსოფლიოში უკვე ერთხმად აღიარებენ, რომ სწორედ საქართველოა ღვინის სამშობლო. ერთ-ერთი ვერსიით ინგლისური სიტყვა “wine” ნაწარმოებია ქართული სიტყვაღვინოსაგან“.

ცალკე აღსანიშნავიაქვევრის ღვინო, რომლის წარმოებაც საქართველოშიათასწლეულების წინ დაიწყო. ამ უნიკალურ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

აქ 500-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი იზრდება, რომელთაგანაცსაუკეთესო ხარისხის ღვინო მზადდება. ქართული ღვინის განსაკუთრებული და უნიკალური სახეობებია: საფერავი, რქაწითელი, ქინძმარაული, ციცქა-ცოლიკაური, ხვანჭკარა, ტვიში, უსახელაური, ოჯალეში და სხვა.